პედაგოგიური კვლევა

              

               2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა სამი თვის მანძილზე. თავდაპირველად მოვახდინე პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გამომწვევი მიზეზები, შევიმუშავე სამოქმედო გეგმა,  დავსახე გზები პრობლემის აღმოსაფხვრელად, განვახორციელე შესაძლო ინტერვენციები და შევიმუშავე რეკომენდაციები მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის.  
                კვლევა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის და მოსწავლეებისათვის, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი ჩემს პროფესიულ განვითარებაში და რაც მთავარია გაუმჯობესდა მოსწავლეთა შედეგები. კვლევაში გამოყენებული სასწავლო მეთოდები, მიდგომები და ინსტრუმენტები ნაყოფიერი აღმოჩნდა და მომავალი სასწავლო წლიდან კვლავ გავაგრძელებ მსგავს მუშაობას.
            კვლევის შედეგები მოკლე პრეზენტაციის სახით (PowerPoint-ის პროგრამის გამოყენებით) წარვადგინე პედაგოგებთან. პრეზენტაცია დავიწყე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ზოგადი მიმოხილვით, შემდეგ გავაცანი ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის საკითხი, მისი აქტუალობა, კვლევის შედეგები, ინტერვენციის პროცესები და ბოლოს, რეკომენდაციები. პრეზენტაციაში წარმოდგენილმა გრაფიკებმა პედაგოგებისათვის ადვილად აღსაქმელი გახადა კვლევის შედეგები. შეხვედრის ბოლოს უკუკავშირის მისაღებად პედაგოგებს დავურიგე კითხვარი.  რომლის მეშვეობითაც დავადგინე, რომ  ჩემი პრეზენტაცია მათთვის საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა.